პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ჯუმბერ ბეჭვაია
სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: სამრეწველო დიზაინი უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: სამაგისტრო მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამრეწველო დიზაინის სპეციალობით პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: გამოცდა სპეცკომპოზიციასა და უცხო ენაში (B II დონე). სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია: სამრეწველო დიზაინის მიმართულება მოიცავს ტექნიკური პროფილის ნაკეთობათა სრულ სპექტრს (სერიულსაც და ექსკლუზიურსაც.) ანუ მასში შედის ყველა სახის საყოფაცხოვრებო, სამრეწველო, სატრანსპორტო, შრომის, გარემოს კეთილმოწყობის, დასვენების, მკურნალობის, გართობის, მრავალგვარი სპეცდანიშნულების და ა.შ. ტექნიკური მოწყობილობები (ობიექტები). სამაგისტრო პროგრამა სამრეწველო დიზაინში საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად ოპტიმალურად სინთეზირებული და პრიორიტეტების მიხედვით დაბალანსებული სახით მოიცავს სასწავლო კურსების კონკრეტულ სპეკტრს, რომელიც გათვლილია მაგისტრანტთა მაქსიმალური მომზადებისათვის. ამასთან იგი ორიენტირებულია საქართველოს სამრეწველო – სამომხმარებლო პირობებზე და გათვლილია როგორც მათთან ადაპტაციაზე, ისე ამ პირობების პოზიტიური შეცვლის ხელშეწყობაზე. პროგრამის პრიორიტეტული ნაწილია მოდულები: დიზაინპროექტირება – მოდელირება და სამრეწველო და ინდსამეწარმეო ტექნოლოგიები. საბაზისო განათლების ამაღლების და პრაქტიკული უნარების დახვეწის მიზნით, პროგრამაში შეტანილია ხატვა, დეკორატიული ფერწერა, სპეცქანდაკება და კომპიუტერული პროექტირება, ასევე მაგისტრატურისათვის აუცილებელი სასწავლო კურსები: ხელოვნების ზოგადი ანალიტიკური კურსი, ხელოვნების ანალიტიკური სპეცკურსი, პედაგოგიკა და მენეჯმენტი.
პროგრამის სტრუქტურა პროფესიული დისციპლინების ციკლი - 80 კრედიტი ვიზუალური ხელოვნების დისციპლინების ციკლი - 10 კრედიტი ზოგადი თეორიული დისციპლინების ციკლი - 25 კრედიტი ციფრული ტექნოლოგიების დისციპლინების ციკლი - 10 კრედიტი სულ 125 კრედიტი шаблоны для dle |