პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა სრული პროფესორი თინათინ კლდიაშვილი
სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: ტექსტილის დიზაინი უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: სამაგისტრო მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, გამოცდა სპეცკომპოზიციასა და უცხო ენაში (II დონე). სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია: სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს ტექსტილის დიზაინის ძირითადი პრინციპების საფუძვლიან შესწავლა-გაცნობიერებას, როგორც შემოქმედებით, ისე სამრეწველო-გამოყენებით სფეროში, ამ სფეროებისათვის აუცილებელი კრეატიული და ტექნოლოგიური კვლევითი უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. 21-ე საუკუნის თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებიდან გამომდინარე, ტექსტილის დიზაინს საკმაოოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სახელოვნებო სივრცეში. ამის გათველისწინებით, პროგრამა ორიენტირებულია აღზარდოს დამოუკიდებელი მხატვარი - შემოქმედი, რომელიც პროგრამის გავლის შედეგად მიღებული კრეატიული და ტექსტილის დიზაინისა და მისი მომიჯნავე დარგების თანამედროვე ტექნოლოგიური უნარებით აღჭურვილი, დამოუკიდებლად შეძლებს წარმატებულ შემოქმედებით მოღვაწეობას თანამედროვე დიზაინერულ სივრცეში. ქვეყნის დღევანდელ რეალობასთან დაკავშირებული აქტუალური სფეროები, როგორიცაა: მშენებლობა, ტურიზმი, ინდმეწარმეობა, ფართოO სპექტრს ქმნის პროგრამის კურსდამთავრებულთა რეალური დასაქმებისათვის. თანამედროვე ინტერიერის დიზაინი წარმოუდგენელია კრეატიული თუ გამოყენებითი ტექსტილის აქსესუარების გარეშე. ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტრადიციული მაღალხარისხოვანი ეროვნული სასუვენირე ნაკეთობები, სადაც ტექსტილის დიზაინის სპეციფიკით შესრულებული უნიკალური ნაკეთობები, როგორიცაა : საერო და სასულიერო ნაქარგობა, თექისა თუ ხალიჩისა და ფარდაგის ტექნიკით შესრულებული ნიმუშები, გვიანი შუა საუკუნეების მოჩითული ქსოვილები თუ ,, ლურჯი სუფრები” საუკუნეების მანძილზე ქართული ეროვნული საგანძურის სიამაყეს წარმოადგენდა... ამრიგად, პროგრამა შემუშავებულია სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესისათვის და ორიენტირებულია სტუდენტთა პროფესიული უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების გაღრმავებასა და სრულყოფაზე. პროგრამის გავლის შედეგად მაგისტრატურის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექსტილის დიზაინის სფეროში მომუშავე მაღალკვალიფიციური სპეციალისტისათვის აუცილებელი ცოდნითა და კრეატიულ-ტექნოლოგიური უნარებით.
პროგრამის სტრუქტურა პროფესიული დისციპლინების ციკლი - 80 კრედიტი ვიზუალური ხელოვნების დისციპლინების ციკლი - 10 კრედიტი საუნივერსიტეტო დისციპლინების ციკლი - 20 კრედიტი ციფრული ტექნოლოგიების დისციპლინების ციკლი - 10 კრედიტი უცხო ენა – 5 კრედიტი шаблоны для dle |