ხის მხატვრული დამუშავებისა და ავეჯის დიზაინი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პროგრამის ხელმძღვანელი: თსსა ასოცირებული პროფესორი: თეიმურაზ სარიშვილი
სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: ხის მხატვრული დამუშავებისა და ავეჯის დიზაინი უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: სამაგისტრო მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი, გამოცდა სპეც.კომპოზიციასა და უცხო ენაში. (II დონე). სამაგისტრო პროგრამის ანოტაცია: სამაგისტრო პროგრამა ეძღვნება ხის მაღალმხატვრულ ნაკეთობათა შექმნას და ავეჯის დიზაინის ძირითადი პრინციპების და მიდგომების საფუძვლიან შესწავლას, დარგის განვითარების ისტორიული ეტაპების გაანალიზებას და მომავლის ხედვას. პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა საშემსრულებლო ტექნოლოგიების (ხეზე კვეთა, ჩარხვა, მოზაიკური ტექნოლოგიები) კიდევ უფრო სრულყოფას და ნოვატორული აზროვნებისა და ცდების საფუძველზე, ახალი მეთოდების გამოყენებას. წარმოუდგენელია თანამედროვე ინტერიერები (საცხოვრებელი ბინები, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები, ადმინისტრაციული შენობები) ხის მხატვრულ ნაკეთობათა და ავეჯის დიზაინის გარეშე, სადაც გათვალისწინებულია მხატვრულ-კონსტრუქციული მაღალტექნოლოგიური იდეალური ფორმები და პროპორციები. პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე სუვენირული წარმოების ყველა კომპონენტს, რაც ძალზედ აქტუალურია დღევანდელ დღეს ტურიზმის განვითარების სფეროში. თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით შემოქმედებითი პროექტის უკეთ წარმოჩინებისთვის პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს საპროექტო ციფრული ტექნოლოგიების შესწავლა. პროგრამა შემუშავებულია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სასწავლო პროცესისათვის. პროგრამის გავლის შედეგად მაგისტრატურის კურსდამთავრებული აღჭურვილი იქნება ხის მხატვრული დამუშავებისა და ავეჯის დიზაინის სფეროში მომუშავე სპეციალისტისათვის საჭირო თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით.
პროგრამის სტრუქტურა პროფესიული დისციპლინების ციკლი - 80 კრედიტი ვიზუალური ხელოვნების დისციპლინების ციკლი - 10 კრედიტი ზოგადი თეორიული დისციპლინების ციკლი - 20 კრედიტი ციფრული ტექნოლოგიების დისციპლინების ციკლი - 10 კრედიტი უცხო ენა - 5 კრედიტი სულ: 125 ECTS шаблоны для dle |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|