სამაგისტრო პროგრამა - პროგრამის ხელმძღვანელი: ნანა იაშვილი, არქიტექტურის დოქტორი თსს აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის პროფესორი
სამაგისტრო პროგრამა შედგება ორი კონცენტრაციისგან:
1. ციფრული და გეომეტრიული მოდელირება 2. ვიზუალური კომუნიკაცია და რეკლამა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120 კრედიტი;
სწავლების ენა: ქართული
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: 1. თსს აკადემიის მედიახელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. 2. წინასწარ უნდა გაეცნოს სამაგისტრო პროგრამის კონცეფციას და შინაარსს და მიიღოს გაგაწყვეტილება კონკრეტული ქვედარგის შერჩევის თაობაზე, რასაც დააფიქსირებს განცხადებაში. 3. უნდა გაეცნოს და ჩააბაროს გამოცდა სპეციალობაში (ციფრული მედია), რომლის ტესტფურცელი შეირჩევა მისი განცხადების საფუძველზე. 4. უნდა გაეცნოს და ჩააბაროს გამოცდა კომპოზიცია-კრეატიული ფერწერა. 5. უნდა გაეცნოს და ჩააბაროს გამოცდა უცხო ენაში (B2 დონე) წარმატებული გამოცდები განაპირობებს მომავალი მაგისტრანტის დაფინანსებას თსს აკადემიის მიერ (განსაზღვრულია კონცენტრაციაზე თითო ადგილი). კონკურსი დააკმაყოფილებს რეიტინგით საუკეთესო შედეგს - სპეციალობაში (ციფრული მედია) და კომპოზიცია-კრეატიული ფერწერა გამოცდების ჯამური ქულის მიხედვით.
ანოტაცია: ციფრული მედია განეკუთვნება თანამედროვე ხელოვნების იმ დარგს, რომელიც სამომხმარებლო ბაზარს ამარაგებს მაღალი ციფრულ-ტექნოლოგიური პარამეტრების მქონე დიზაინერებით. მათი პროფესიული უნარები ტოლფასი კომპეტენციით გამოირჩევა კრეატიული, დიგიტალური და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით. თანამედროვე შრომის ბაზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოთხოვნაა მაღალი ტექნიკური და მხატვრული ღირებულებების მქონე ციფრული დიზაინერების აღზრდა. ისინი კონკურენტუნარიანები არიან საზოგადოებრივ თუ კერძო სექტორში დასაქმებისას, რადგან ფართოა მათი შემოქმედებით-პროფესიული უნარჩვევები. შესაბამისად, ხელოვნების მაგისტრი ციფრულ მედიაში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების საშუალებებით აღჭურვილი მაღალმხატვრული ვიზუალიზაციის უნარის მქონე დიზაინერია, რომელსაც ახალი ტექნოლოგიების საშუალებებით შეუძლია შექმნას მულტიმედიური პროდუქტი; შეუძლია ორ და სამგანზომილებიანი ვიზუალური ინფორმაციის კვლევა, ანალიზი და ვირტუალური რეალობის რეპრეზენტაცია; შეუძლია მაღალხარისხიანი კრეატიული პროდუქტის მოდელირება, გამოსახულების შექმნა, მოძრავი ანიმაციური სიუჟეტების განვითარება; შეუძლია სარეკლამო – საპრეზენტაციო ვიზუალის წარმოება, ანალიზი, ფსიქოლოგიური და დიდაქტიკური კვლევა.
ხელოვნების მაგისტრი ციფრულ და გეომეტრიულ მოდელირებაში, არის ისეთი უნარჩვევებით აღჭურვილი დიზაინერი, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ღრმა და კვალიფიციური ცოდნით, ტრადიციული, აკადემიური სამეცნიერო დარგის - სივრცული მოდელირების საფუძვლების ღრმა ცოდნითა და ანალიზით; მისი შემოქმედებითი საქმიანობა ტოლფასი კომპეტენციით გამოირჩევა: სამგანზომილებიანი ვიზუალური ინფორმაციის ანალიზით, ვირტუალური რეალობის რეპრეზენტაციით და აუგმენტური, თუ რეალური სინამდვილის სიმულაციის ექსპერიმენტირებით;
ხელოვნების მაგისტრი ვიზუალური კომუნიკაცია და რეკლამა არის ისეთი უნარჩვევებით აღჭურვილი დიზაინერი, რომელიც გამოირჩევა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ღრმა და კვალიფიციური ცოდნით; ორგანზომილებიანი ვიზუალური ინფორმაციის კვლევით, ანალიზით და
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით რეალობის რეპრეზენტაციით; შეუძლია მაღალხარისხიანი კრეატიული გამოსახულების შექმნა, პროდუქტის შეფუთვა, მოძრავი ანიმაციური სიუჟეტების განვითარება; თანამედროვე მედიისთვის გამოსადეგი სარეკლამო ციფრული პროდუქციის შექმნა. დიზაინერები იძიებენ აქტუალურ მასალას თანამედროვე პრობლემატიკასთან მიმართებაში და ქმნიან გრაფიკულ დიზაინს, მოძრავ და სტატიურ ინფოგრაფიკას, ბანერებს, ლაით ბოქსებს, აპლიკაციებს, ქალაქის/ქუჩის კონსიუმერულ არტს.
სამაგისტრო პროგრამის სტრუქტურა: საბაზისო დისციპლინები - 33 ECTS სპეციალური დისციპლინები - 45 ECTS საუნივერსიტეტო დისციპლინები - 30 ECTS არჩევითი საგნები - 12 ECTSшаблоны для dle |