ENG


ქანდაკება

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი:
თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი გიორგი ჟღენტი

პროგრამის სახელწოდება: ქანდაკება
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ჩაბარებული ჰქონდეს თ.ს.ს.ა. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მისაღები გამოცდა ხატვასა და უცხო ენაში (B2დონე)
ანოტაცია: სამაგისტრო პროგრამა მოიცავს სკულპტურული მემკვიდრეობის შესწავლას მსოფლიოსა და ქართული ხელოვნების (ძველი და თანამედროვე ხელოვნება) კონტექსტში, მისი მხატვრული ფასეულობების სიღრმისეულ გაცნობიერებას. პროგრამა ორიენტირებულია როგორც ტრადიციული, ისე ინოვაციურ ტექნიკურ-ტექნოლოგიური და მხატვრული მიდგომების კვლევა-ანალიზზე, მიღებული შედეგების გათვალისწინებით დიდი და მცირე, მრავალპლანიანი, მონო და მრავალფიგურიანი, მასშტაბური, ექსპერიმენტული მხატვრული ამოცანების განხორციელებაზე. პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ანტროპოლოგიურ ასპექტში ქართული და ზოგადად კავკასიური პლასტიკის შემოქმედებითი კუთხით კვლევა-შესწავლას. პროგრამაში შემავალი ყველა სასწავლო კომპონენტი უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული დარგობრივი და ზოგადი კომპეტენციების გამომუშავებას.
პროგრამის შემუშავების აუცილებლობა განაპირობა საქართველიში სამოქალაქო არქიტექტურის განვითარების მაღალმა ტემპმა, ურბანული არქიტექტურის, საბაღე, საპარკე და ლანდშაფტის მუნიციპალური დიზაინერული პროექტებისა და ქანდაკების ურთიერთ მიმართების აქტუალურობამ, რამაც თანამედროვე შრომის ბაზარზე ამ დარგის სპეციალისტებზე მზარდი მოთხოვნა წარმოშვა. შემუშავებული პროგრამა მისცემს სტუდენტს საშუალებას იყოს სამამულო და საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანი და ადაპტირებული თანამედროვე სახელოვნებო არტ სივცეში.

პროგრამის სტრუქტურა:
საბაზისო დისციპლინათა ციკლი ----- 26 ECTS
პროფესიულ დისციპლინათა ციკლი ------ 76 ECTS
საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი ----- 18 ECTS
шаблоны для dle