ENG


ხატვა

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი:
თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
ხატვის მიმართულების ემერეტუსი გიორგი ლაზარაშვილი

პროგრამის სახელწოდება: ხატვა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი
პროგრამის მოცულობა კრედიტებში: ECTS120; სემესტრი-30 ECTS; 1 ECTS25სთ.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ჩაბარებული ჰქონდეს თ.ს.ს.ა. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მისაღები გამოცდა ხატვასა და უცხო ენაში (B2დონე)
ანოტაცია: შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამა მოწოდებულია სტუდენტს შესწავლოს ხატვა მსოფლიო ხელოვნების მემკვიდრეობისა და თსსა-ში მრავალი წლების მანძილზე შემუშავებული მეთოდიკის შერწყმის გზით. ამ პროცესში იგი ითვალისწინებს, როგორც ტრადიციული კლასიკის პრინციპებს, ისე თანამედროვე არტ სივრცეში მრავლად არსებულ მხატვრულ ტენდენციებს. სწავლისას სტუდენტი გამოიმუშავებს მხატვრული ამოცანების ალტერნატიური გამომსახველობითი გზებით განხორციელების კომპეტენციებს; ინტერპრეტაცი, უტრირება, აბსტრაგირება, ჰიპერბოლიზაცია და სხვა. პროგრამით დაგეგმილია, როგორც ძირითადი დარგის, ისე ქვედარგების სისტემური შესწავლა.
პროგრამა იღებს ვალდებულებას აღზარდოს, როგორც თანამედროვე მაღალი კვალიფიკაციის მხატვარი, ასევე შესაბამისი პროფილის პედაგოგი, რომელიც შესძლებს ასწავლოს ხატვა, როგორც სამამულო, ისე მსოფლიოს უმაღლეს ზოგადსაგანმანათლებლო სხელოვნებო დაწესებულებებში.

პროგრამის სტრუქტურა:
საბაზისო დისციპლინათა ციკლი ----- 36 ECTS
პროფესიულ დისციპლინათა ციკლი ------ 66 ECTS
საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი ----- 18 ECTS
шаблоны для dle