ENG


დაზგური გრაფიკა

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელები:
თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
გრაფიკის მიმართულების ემერიტუსი თამაზ ვარვარიძე
თსსა სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის
მოწვეული პედაგოგი ლარისა ზამბახიძე

პროგრამის სახელწოდება: დაზგური გრაფიკა
განათლების საფეხური: მაგისტრატურა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნების მაგისტრი
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: აბიტურიენტი უნდა ფლობდეს ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, ჩაბარებული ჰქონდეს თ.ს.ს.ა. სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მისაღები გამოცდა ხატვასა და უცხო ენაში (B2დონე)
ანოტაცია: პროგრამა მიზნად ისახავს ქართული გრაფიკული ხელოვნების, მსოფლიო გრაფიკული ხელოვნების კონტექსტში ჩასმას. პროგრამა ეფუძნება გრაფიკული ხელოვნების კომპოზიციის აგების ხერხების ცოდნას, თემების და პროექტების განხორციელებას, სასურათო სიბრტყის რთულ კომპოზიციურ მონტაჟს, გრაფიკული კომპოზიციების კრეატიულ გააზრებას.
პროგრამა ორიენტირებულია ასევე თანამედროვე ქართული დაზგური გრაფიკის სპეციალისტების აღზდაზე, რომლებიც მომავალში თავად ასწავლიან ამ დისციპლინებს, როგორც უმაღლეს ასევე ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროგრამის სტრუქტურა:
საბაზისო დისციპლინათა ციკლი ----- 11 ECTS
პროფესიულ დისციპლინათა ციკლი ------ 91 ECTS
საუნივერსიტეტო თეორიულ დისციპლინათა ციკლი ----- 18 ECT
шаблоны для dle