ფერი და განათება არქიტექტურულ დიზაინში
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პროგრამის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი – თეიმურაზ ჯორჯაძე
საგანმანათლებლo პროგრამის სახელწოდება - არქიტექტურაში ფერის და განათების დიზანი განათლების საფეხური - მაგისტრატურა მისანიჭებელი კვალიფიკაცია - არქიტექტურაში ფერის და განათების დიზაინის მაგისტრი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ---- აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გააჩნიათ არქიტექტურის ან ხელოვნების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი (კალიფიკაცია), ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო და თსსა-ს არქიტექტურის ფაკულტეტის გამოცდები უცხო ენასა (B2დონე). სპეციალობაში აბიტურიენტის უნარების შეფასება ხდება წარმოდგენილი პორთფოლიოთი და თანდართული დოკუმენტაციით ( CV, მოტივაციის წერილი, დახასიათება). პროგრამის მოკლე აღწერა: – თანამედროვე ტექნოლოგიათა განვითარებამ თვისობრივად შეცვალა და მრავალფეროვანი გახადა არქიტექტურული გარემოსა და ინტერიერის დიზაინის ვიზუალური გამოსახვის ფორმები და ესთეტიკა; მოგვცა ამოცანების ორიგინალურ ჭრილში წარმოდგენისა და გადაწყვეტის საშუალებები; დღეს არქიტექტურაში /იქნება ეს ქალაქის ცენტრალური, თანამედროვე, თუ ისტორიული უბნები, პარკები ან ცალკეული ნაგებობები /განათებისა და ფერის გამოყენება ვიზუალური გამოსახვის ყველაზე აქტუალურ და ეფექტურ საშუალებად რჩება. ამან კი თავის მხრივ განაპირობა არქიტექტურაში ახალი სინთეზური მიმართულების გაჩენა. სამაგისტრო პროგრამა ”ფერი და განათება არქიტექტურულ დიზაინში ”სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მასში თავმოყრილია არქიტექტურული დიზაინის თანამედროვე თეორიული და პრაქტიკული მიმართულებები, თანამედროვე ტექნოლოგიათა უახლესი თეორია და პრაქტიკა, სინათლისა და ფერის გამოყენების მეთოდოლოგია,გარემოში ადამიანზე განათების, ფერისა და ბგერის ფსიქოლოგიური ზემოქმედების ასპექტები, საინჟინრო დისციპლინები, ეკონომიკური საკითხები; პროგრამა ეფუძნება სწავლა/სწავლების თანამედროვე მეთოდებს და ყოველმხრივ უწყობს ხელს სტუდენტის ინტელექტუალურ და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. საქართველოში არქიტექტურის სფეროში მიმდინარე პროცესებმა ახალმშენებლობების და ისტორიული უბნების რეკონსტრუქცია რეგენერაციისას განსაკუთრებით აქტუალური გახადა არქიტექტურაში ფერის და განათებისა დიზაინის მიმართულების თეორიულ- პრაქტიკული ცოდნის მქონე სპეციალისტების აღზრდა. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის კურასდამთავრებულს დარგის სპეციფიკის გათვალიწინებით და მიღებული ინფორმაციის ინტეგრირებით ექნება არქიტექტურული დიზაინის ინოვაციური პროექტის შექმნის უნარი.
პროგრამის სტრუქტურა პროფესიულ-პრაქტიკულ დისციპლინათა ციკლი--- 46 ECTS პროფესიულ-ტექნიკურ დისციპლინათა ციკლი ------ 19 ECTS პროფესიულ-თეორიულ დისციპლინათა ციკლი--- 15 ECTS საინჟინრო დისციპლინათა ციკლი ------ 10 ECTS საუნივერსიტეტო დისციპლინათა ციკლი ---- 12 ECTS სამაგისტრო ნაშრომი ----- 30 ECTS სულ ----- 132 ECTS шаблоны для dle |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|