ENG


გარემოს დიზაინი

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი ---თსსა პროფესორი ნოდარ ამაშუკელი


სწავლების ენა ქართული


მისანიჭებელი კვალიფიკაცია გარემოს დიზაინის მაგისტრი


პროგრამის მოცულობა კრედიტებში: 129 ECTS ( 1 ECTS = 25 სთ. პირველი წელიწადი 66 ECTS, მეორე წელიწადი - 60 ECTS, I-II სემესტრები - 30 ECTS, III სემესტრი-39 ECTS, IV სემესტრები-30 ECTS)


სწავლების ხანგრძლივობა 2 სასწავლო წელი, 4 სემესტრი, სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან, წლის ხანგრძლივობა 40 კვირა; სემესტრის ხანგრლივობა 20 კვირა, აქედან: 15 სააუდიტორიო, 3 სასესიო და 2 პრაქტიკის; ლექციის ხანგრძლივობა 50 წუთი, შესვენება 10 წთ.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ---- აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვებიან აბიტურიენტები, რომელთაც გააჩნიათ არქიტექტურის ბაკალავრის ან ხელოვნების ბაკალავრის კვალიფიკაცია. ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული სამაგისტრო და თსსა-ს არქიტექტურის ფაკულტეტის გამოცდები უცხო ენასა (BII დონე). სპეციალობაში აბიტურიენტის შეფასება ხდება წარმოდგენილი პორთფოლიოთი და ტანდართული დოკუმენტაციით ( CV, მოტივაციის წერილი, დახასიათება).

პროგრამის ანოტაცია:

გარემოს დიზაინი სინთეზური ხელოვნებაა. გარემოს მხატვრული ორგანიზება არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ძირითადი პრინციპებისა და ელემენტების იმგვარ სინთეზს ითხოვს, როდესაც თითოეული მათგანი ინარჩუნებს დამოუკიდებელ მნიშვნელობას და ამავე დროს ქმნის ახალ მხატვრულ ერთობლიობას. გარემოს დიზაინის ძირითადი მიზანია, არქიტექტურული გარემოს მხატვრული ორგანიზება, ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციფიკური, მხატვრული თუ ტექნიკური ელემენტების გამოყენებით. ამგვარად შექმნილმა გარემომ უნდა დააკმაყოფილოს საზოგადოების ესთეტიკური, საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებები.


ამ ამოცანების გადასაწყვეტად სამაგისტრო პროგრამა ეფუძნება საკუთრივ არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი, აგრეთვე სხვა, მომიჯნავე სპეციალობების სასწავლო კურსების ერთობლიობას, რაც უზრუნველყოფს აუცილებელი კომპონენტების გამომუშავებას კურსდამთავრებულისათვის.
ამ მიმართულების სპეციალისტები ორიენტირებულები არიან არქიტექტურული გარემოს მოწესრიგებაზე სასურველი ფერისა და პლასტიკის მორგებაზე, ნაგებობის მიმდებარე ტერიტორიების დაგეგმარებასა და მხატვრულ-დეკორატიულ გადაწყვეტაზე. პარკებში, სკვერებში და სხვა სარეკრიაციო ზონებში მცირე არქიტექტურული ფორმების, თუ მონუმენტების განთავსებაზე.


გარემოს დიზაინის სამაგისტრო პროგრამის აკტუალობა დღეს საქართველოში მიმდინარე ქალაქმშენებლობის და სამოქალაქო მშენებლობის პროცესებითა და მაშტაბებითაა განპირობებული. პრაქტიკულად ყველა დიდ თუ პატარა ქალაქსა და სოფელში მიმდინარეობს როგორც სხვადასხვა დანიშნულების ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ასევე ძველი, ისტორიული უბნების რეკონსტრუქცია. ამ პროცესმა მკვეთრად გაზარდა მოთხოვნა გარემოს კვალიფიფიურ დიზაინერებზე, რომელთაც შესწევთ უნარი ისტორიული კონტექსტის შესაბამისად შექმნან მაღალმხატვრული, პროფესიულ დონეზე ორგანიზებული და მოხერხებული არქიტექტურული გარემო.

шаблоны для dle