სახელოვნებათმცოდნეო კვლევები
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პროგრამული კონცენტრაციები:
- შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება;
- ხელმძღვანელი: ანა კლდიაშვილი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა პროფესორი
- ახალი და უახლესი ქართული ხელოვნება
- ხელმძღვანელები: ნინო ღაღანიძე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა პროფესორი;
- სამსონ ლეჟავა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თსსა ასოცირებული პროფესორი
პროგრამის სახელწოდება: სახელოვნებათმცოდნეო კვლევებიგანათლების საფეხური: დოქტორანტურა მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. 1007 დაშვების წინაპირობა: • მაგისტრის აკადემიური ხარისხი, • გამოცდა უცხო ენაში (B II დონე), • პრეზენტაცია სპეციალობაში (პრეზენტაციის ფორმატი დეტალურად არის გაწერილი თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებაში, პუნქტი 5.4) ანოტაცია: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს ქართული ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო კვლევა და ამ სფეროში ახალი ცოდნის შექმნა წარმოადგენს. სახელოვნებათმცოდნეო კვლევების სადოქტორო პროგრამის მიზანი ძველი და ახალი ქართული ხელოვნების კვლევაა, რაც სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერების განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. 3 სადოქტორო პროგრამის ამოცანაა ჰუმანიტარული მეცნიერებების ერთ-ერთი დარგის – ხელოვნებათმცოდნეობის სფეროში თანამედროვე მკვლევარის აღზრდა და მისი მომზადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. სახელოვნებათმცოდნეო კვლევების სადოქტორო პროგრამა მოიცავს ორ პროგრამულ კონცენტრაციას: • შუა საუკუნეების ქართული ხელოვნებას • ახალი და უახლესი ქართული ხელოვნებას (იგულისხმება XIX-XXI სს-ის ქართული ხელოვნება). პროგრამა ავითარებს როგორც ფართო, აგრეთვე, ნიშანდობლივ სახელოვნებათმცოდნეო მეცნიერების დარგობრივ კომპეტენციებს. თითოეული პროგრამული კონცენტრაცია შეიცავს კონკრეტულ კვლევით პრობლემატიკას. ამასთანავე, მათ აერთიანებთ სწავლისა და სწავლების მეთოდოლოგია, კვლევის თანამედროვე მეთოდთა სპეციფიკა და პრინციპები. პროგრამის სტრუქტურა სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტებისაგან. სადოქტორო პროგრამა მოიცავს 180 კრედიტს და შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. მათ შორის: 1. სასწავლო კომპონენტი – 60 კრედიტი; სასწავლო კომპონენტი მოიცავს სავალდებულო სასწავლო კურსებს, სემინარებს და პედაგოგირ პრაქტიკას. • საფაკულტეტო საგნები (სავალდებულო); 20 ECTS • სემინარი სპეციალობაში (სავალდებულო); 20 ECTS • ინტერდისციპლინური სემინარი (სავალდებულო, არჩევითი); 10 ECTS • პედაგოგიური პრაქტიკა. 10 ECTS 2. კვლევითი კომპონენტი – 120 კრედიტი. კვლევითი კომპონენტი მოიცავს: • ქოლოქვიუმებს (2 ქოლოქვიუმი); 20 ECTS • კვლევითი (საკვალიფიკაციო) ნაშრომის შესრულებას და მის დაცვას/საჯარო პრეზენტაციას. 100 ECTSшаблоны для dle |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|