ENG


კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

                                     
             
               

პროგრამის ხელმძღვანელი: პროგრამის ხელმძღვანელი: თამარ ლილუაშვილი, რესტავრაცია/კონსერვაციის დოქტორი, თსსა ასოცირებული პროფესორი

პროგრამის სახელწოდება : კონსერვაცია და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა განათლების საფეხური: დოქტორანტურა მისანიჭებელი კვალიფიკაცია: რესტავრაცია/კონსერვაციის დოქტორი. 1106 დაშვების წინაპირობა:
• მაგისტრის აკადემიური ხარისხი,
• გამოცდა უცხო ენაში (B II დონე),
• პრეზენტაცია სპეციალობაში (პრეზენტაციის ფორმატი დეტალურად არის გაწერილი თსსა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულებაში, პუნქტი 5.4)
ანოტაცია: კონსერვაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სადოქტორო პროგრამა მოწოდებულია მოამზადოს ამ სფეროს მეცნიერ-მკვლევარი და პრაქტიკოსი სპეციალისტი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და კონსერვაცია თეორიული და პრაქტიკული სწავლების ინტეგრირებულ ერთიანობას წარმოადგენს, რაც სავსებით შეესაბამება ე.წ. “პავიის დოკუმენტში” მოცემულ განსაზღვრებებს. კონსერვაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, როგორც პოლიტიკური, ასევე, ფილოსოფიური მხარე განისაზღვრა 1996 წელს, იუნესკოს კომიტეტის მოხსენებაში კულტურასა და მის განვითარებაზე - (“ჩვენი შემოქმედებითი მრავალფეროვნება” - როგორც ზოგადსაკაცობრიო უფლება). კონსერვაციისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროს განეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების პრევენცია, დიაგნოსტირება და მკურნალობა, რაც ამ პროგრამის ძირითად პარამეტრებს განსაზღვრავს.

პროგრამის სტრუქტურა სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტებისაგან. სადოქტორო პროგრამა მოიცავს 180 კრედიტს და შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტებისგან. მათ შორის:
1. სასწავლო კომპონენტი – 60 კრედიტი;
სასწავლო კომპონენტი მოიცავს სავალდებულო სასწავლო კურსებს, სემინარებს და პედაგოგირ პრაქტიკას.
• საფაკულტეტო საგნები (სავალდებულო); 20 ECTS
• სემინარი სპეციალობაში (სავალდებულო); 20 ECTS
• ინტერდისციპლინური სემინარი (სავალდებულო, არჩევითი); 10 ECTS
• პედაგოგიური პრაქტიკა. 10 ECTS
2. კვლევითი კომპონენტი – 120 კრედიტი.
კვლევითი კომპონენტი მოიცავს:
• ქოლოქვიუმებს (2 ქოლოქვიუმი); 20 ECTS
• კვლევითი (საკვალიფიკაციო) ნაშრომის შესრულებას და მის დაცვას/საჯარო პრეზენტაციას. 100 ECTS
ყოველ სემესტრში დოქტორანტი ასრულებს 30 კრედიტის სამუშაოს, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი

шаблоны для dle