ციფრული და გეომეტრიული მოდელირება
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
პროგრამის ხელმძღვანელი: ნანა იაშვილი - არქიტექტურის დოქტორი, თსსა პროფესორი
პროგრამის დასახელება: ციფრული და გეომეტრიული მოდელირება განათლების საფეხური: დოქტორანტურა მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მედიახელოვნების დოქტორი პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: 1.თსსა მედიახელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველს უნდა ჰქონდეს მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი. 2. უნდა წარმოადგინოს შესაბამის სამეცნიერო თემატიკაზე რეფერატი. 3. ხელმძღვანელთან შეთანხმებული უნდა იყოს საკვლევი თემის მიზანშეწონილობა და რელევანტურობა. 4. უნდა წარმოადგინოს პროგრამის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა. 5. უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო ხელმძღვანელის სარეკომენდაციო წერილი. 6. უნდა წარმოადგინოს ინგლისურ ენის B2 დონის შესაბამისი სერტიფიკატი/ცნობა (თუ სწავლის საფეხური აქვს გავლილი საზღვარგარეთ უცხოურ ენაზე თავისუფლდება დამატებითი დოკუმენტებისგან) ან ჩააბაროს თსსა-ს მიერ ორგანიზებული გამოცდა. ანოტაცია: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მისიის ერთ–ერთ პრიორიტეტს სამეცნიერო კვლევა და ამ სფეროში ახალი ცოდნის შექმნა წარმოადგენს. ციფრული და გეომეტრიული მოდელირების სადოქტორო პროგრამის მიზანია კომპიუტერული ტექნოლოგიების ფონზე გეომეტრიულ მოდელირებაში სწავლების ტრადიციული მეთოდოლოგიის მოდერნიზაცია და სინქრონიზაცია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, რაც მედიახელოვნების დარგის სამეცნიერო განვითარების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სადოქტორო პროგრამის ამოცანაა მედია ხელოვნების სფეროში თანამედროვე მკვლევარის აღზრდა, რომელის ცოდნაც ემყარება თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების და ტრადიციული დისციპლინების სინთეზს და მისი მომზადება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის. 1. სასწავლო კომპონენტი – 50 ECTS, რომელიც მოიცავს სავალდებულო სასწავლო კურსებსა და სემინარებს. 2. კვლევითი კომპონენტი – 130 ECTS, რომელიც მოიცავს ორ კოლოქვიუმს, კვლევითი (საკვალიფიკაციო) ნაშრომის შესრულებას და მის დაცვას/საჯარო პრეზენტაციას. სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული საგნები: I.საფაკულტეტო საგნები (სავალდებულო) • გეომეტრიული მოდელირების კვლევის თანამედროვე მეთოდები - 5 ECTS • თანამედროვე ციფრული მედიის კვლევითი ასპექტები - 5 ECTS • უმაღლესისკოლისპედაგოგიკა - 5 ECTS • უმაღლესი განათლების მენეჯმენტი - 5 ECTS II.სემინარი სპეციალობაში (სავალდებულო 2 სემინარი) • ციფრული და გემეტრიული მოდელირება - 10ECTS • გეომეტრიული გარდაქმნები და ციფრული მედია - 10ECTS III.არჩევითი ინტერდისციპლინარული სემინარი - 5 ECTS IV.პედაგოგიური პრაქტიკა - 5 ECTSшаблоны для dle |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|