ENG


ახალი ურბანული ტოპოლოგიებს მე-2 ფორუმი

16 / 11 / 2021

 
ა.წ. 1-4 დეკემბერს თსს აკადემიაში ტარდება ახალი ურბანული ტოპოლოგიებს მე-2 ფორუმი ‘2nd NEW URBAN TOPOLOGIES FORUM IN TBILISI’ რომელიც ორგანიზებულია შვედეთის, სტოკჰოლმის  ხელოვნების, არქიტექტურისა და საზოგადოების ცენტრი FÄRGFABRIKEN -ის მიერ  შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ არქიტექტორები, არტისტები, ურბანული დაგეგმარების სპეციალისტები, ურბანული და გარემოს საკითხების აქტივისტები, შვედი და ქართველი ექსპერტები, თსსა არქიტექტურის, სახვითი ხელოვნებისა და ხელოვნების ისტორიის მიმართულების სტუდენტები, შედგება გასვლითი ვიზიტები და ვორქშოფები  ქალაქში. ფორუმის შედეგები წარდგენილიქნება ქალაქის  მესვეურებთან და საზოგადოების წინაშე.
ფორუმზე შედგება ურბანული გეგმარების საკითხები განხილვა (მიტოვებული ინდუსტრიეული არეალი, საზოგადოებრივი სივრცეები) საზოგადოების ჩართულობის გზით, და  მსოფლიოს სხვა ქალაქების გამოცდილების გაზიარება, სადაც გაიმართა ახალი ურბანული ტოპოლოგიების პროექტები.  
ფორუმის ვორქშოფების თემები:

 - ქალაქის უფლება და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენება
 - მდინარის კუნძულის ახალი დანიშნულება
 - ურბანული ლანდშაფტის განვითარება

ფორუმის პირველ გახსნის დღეს, 1 დეკემბერს, დასწრება თავისუფალია.
(გთხოვთ გაითვალისწინოთ: ფორუმზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ორჯერადად აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის - კოვიდ-პასპორტის და/ან გადატანის ცნობის წარმოდგენის საფუძველზე).

იხილეთ პროექტის მსვლელობის ამსახველი ბმული
პროექტი

მოსაწვევი
პროგრამა
 шаблоны для dle 11.2