ENG


სტაჟირების ტრეინშიფი ერასმუს მობილობის კონკურსი ავსტრიაში (მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის)

16 / 11 / 2021

 
ცხადდება 2-დან 3-თვემდე  სტაჟირების Traineeship ერასმუს მობილობის კონკურსი  ავსტრიის უნივერსიტეტში 'Danube
University  Krems',  3 ადგილი - მედია ხელოვნების მიმართულების  სამაგისტრო
საფეხურის სტუდენტებისთვის, 2022 წლის საგაზაფხულო სემესტრში. იხილეთ სტაჟირების საინფორმაციო დანართი

აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   მედია ხელოვნების  ფაკულტეტის დეკანს, ხარისხის სამსახურის უფროსს  და კომისიას წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო  
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური ენის სერტიფიკატი  B2, ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 15 დეკემბერი, 2021
 
საკონტაქტო პირი:
ქეთევან კვირიკაძე, ketevan.kvirikadze@art.edu.ge, 599 153  339
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
 
·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        მობილობის განხორციელება დაგეგმილია  ავსტრიის და საქართველოს პანდემიის რეგულაციების და შესაბამისი აცრების/კოვიდ პასპორტის მოთხოვნების გათვალისწინებით
·          ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში  ჩასვლის შემდეგ.
.        პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვების გამო, სასურველია რომ სტუდენტი თბილისიდან პირდაპირი რეისით  ჩაფრინდეს დანიშნულების ქვეყანაშიшаблоны для dle 11.2