ENG


კარლო გრიგოლიას ნამუშევრების გამოფენა

2 / 12 / 2021

 
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებითა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მხარდაჭერით, პროექტის“აკრძალული ხელოვნება” ფარგლებში, გაიმართება ქართველი მოქანდაკის - კარლო გრიგოლიას ნამუშევრების გამოფენა.
პროექტი განხორციელდება 2021 წლის 2 – 6 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში. 6 დეკემბერს ასევე ჩატარდება მასტერკლასი და ლექციები, რომელსაც გაუძღვებიან მენტორები:
მხატვარი ბესარიონ გრიგოლია
მხატვარი ლერი ჭანტურია
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი თამთა შავგულიძე.
პროექტის კურატორები:გიორგი გრიგოლია, მარიამ თავბერიძე, მარიამ გრიგოლია
დეტალები თანდართულ ბმულზეшаблоны для dle 11.2