|
განათლების ეროვნული ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობა, ჰოლოკოსტის თემატიკაზე ერთობლივი მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ციფრული (ილუსტრატორი, ფოტოშოპი) ან ნებისმიერი სახისფერწერული ნამუშევრების მიღებაზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ სამხატვრო აკადემიის, როგორც კონფერეცნიის პარტნიორი ორგანიზაციის სტუდენტებს და ნამუშევრები უნდა იყოს შექმნილი მხოლოდ ჰოლოკოსტის თემატიკაზე (ჰოლოკოსტი - გენოციდი და დანაშაული კაცობრიობის წინაშე, სოციალური მორჩილება - სტენლი მილგრემის ექსპერიმენტის კავშირი ჰოლოკოსტის სისასტიკესთან, ჰოლოკოსტის სწავლება საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ანტისემიტიზმი, ადამიანის უფლებები, ებრაელი და ქართველი ხალხის თანაცხოვრება, სხვა). ნამუშევრების წარმოდგენის და შეფასების წესები:- საკონკურსოდ მიიღება ციფრული (ილუსტრატორი, ფოტოშოპი) ან ნებისმიერი სახის ფერწერული ნამუშევარი.- ნამუშევრის ზომა A2 საკონურსო წესების დაცვით შესრულებული ციფრული/ფერწერული ნამუშევრები უნდა გაიგზავნოს მაილზე ine.georgia@gmail.com მიმდინარე წლის 15 დეკემბრის 18:00 საათამდე იმ შემთხვევაში თუ ნამუშევრები დააკმაყოფილებს საკონკურსო წესებს, 18 დეკემბრის 00:00 სთ-მდე განთავსდება განათლების ეროვნული ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდზე. მიღებული ნამუშევრებიდან 10 საუკეთესოს აარჩევს კომპეტენტური ჟიური. 10 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდება 20 იანვარს! 10 ნამუშევრიდან 3 საუკეთესო დასახელდება 27 იანვარს, სამეცნიერო კონფერეცნციის დღეს, რომელსაც შეარჩევს კონფერენციის მონაწილეები და მოწვეული სტუმრები ფარული კენჭისყრის საფუძველზე. გამოვლენილი 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით! კონფერენციის შესახებ უფრო დეტალურად იხილეთ: https://www.facebook.com/nieducation/posts/469415317849845 |