|
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სივრცეში - არქიტექტურის ფაკულტეტის ინიციატივით, 2021 წლის 7-8 დეკემბერს განხორციელდა პროექტი „Architecture and the City“/„ქალაქი და არქიტექტურა“. საჯარო ლექციას სტუდენტებისთვის გაუძღვა მოწვეული არქიტექტორი დიდი ბრიტნეთიდან, მაიკლ რასსამი - მანჩესტერის, ნოთინგემისა და ვესთმისტერის უნივერსიტეტების ასოცირებული პროფესორი. RIBA -ს (Royal Institute of British Architects) არქიტექტურული კონკურსის ჟიურის წევრი. შეხვედრა გახსნა სამხატვრო აკადემიის რექტორმა - გია გუგუშვილმა. სტუდენტთა აუდიტორიას სტუმარი წარუდგინა არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანმა - ნოდარ ამაშუკელმა. ღონისძიებას ესწრებოდა ბრიტანეთის საბჭოს ხელმძღვანელი - ზაზა ფურცელაძე. |