|
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი: "კომიკ-არტი (ვიზუალური პოეზია)" პროექტი ემსახურება: არაფორმალური განათლების ხელშეწყობას და თანამედროვე ხელოვნების დარგის - "კომიკ-არტის" საქართველოში პოპულარიზაციას. პროექტის თემა: სოუკუპაციო ხაზისპირა სოფლები და იქ განვითარებული მოვლენები მიზანი: ახალ თაობაში ოკუპირებული მხარის მიმართ ემოციური კავშირის გაჩენა და გამყარება. გიწვევთ პროექტის პრეზენტაციაზე დრო: 15 დეკემბერი, 19:00 სთ მისამართი: ალ.გრიბოედოვის 22. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმი გამოფენაზე "მცოცავი მეხსიერება" წარმოდგენილი იქნება წიგნების "ხომ კიდევ დაბრუნდები, ბიჭო?" და "ტყის სულები" სამუშაო ვერსია. პროექტის ავტორი და გამოფენის კურატორი: მარიამ აღდგომელაშვილი მენტორები: ინგა შალვაშვილი, გიორგი ჯაბაური, ნიკოლოზ ხომასურიძე მონაწილეები: მარი კაკალაშვილი, ნათია ჭელიძე, ლუკა ხოჭოლავა, მარი ნიაზაშვილი, თეკლა ბეგიაშვილი, საბა სანოძე, ლიზა ჩადუნელი, ქეთი ნიკურაძე. პროექტის პარტნიორია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და გამომცემლობა პალიტრა L ღონისძიება ტარდება, რეგულაციების სრული დაცვით, გთხოვთ თან იქონიოთ პირბადეები! |