ENG


პედაგოგების მოსამზადებელ პროგრამაზე რეგისტრაცია

26 / 01 / 2022

 
ძვირფასო მასწავლებლებო!

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია გთავაზობთ მოსამზადებელ პროგრამას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგების საგნობრივი გამოცდისათვის.

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

• ხელოვნების ისტორიის კურსს, რომელიც ორიენტირებულია თეორიული ცოდნის ათვისებაზე.

• ხელოვნების ნაწარმოების მხატვრულ-სტილისტურ ანალიზს, სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ნაწარმოებების მდიდარი ვიზუალური მასალის შესწავლისა და განხილვის საფუძველზე.

• ხატვის კურსს, რომელიც მიმართულია ხატვის საბაზისო უნარების შესწავლა/განვითარებისაკენ საგნობრივი საგამოცდო პროგრამის მოთხოვნათა შესაბამისად.


სასწავლო კურსებს გაუძღვებიან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები.

პროგრამის ხანგრძლივობა - 4 თვე.
ერთი თვის სწავლის საფასური: 150 ლარი

სარეგისტრაციო ფორმაზე გადასვლა: http://old.art.edu.ge/form/view.php?id=19031шаблоны для dle 11.2