ENG


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი აცხადებს მობილობის კონკურსს

18 / 02 / 2022

 
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - EU4Culture აცხადებს  მობილობის კონკურსს, ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალების მხარდასაჭერად. კონკურსის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება დაფინანსების მოპოვება სტაჟირებისთვის, სასწავლო ვიზიტებისთვის, კონფერენციებისთვის (ონლაინ/ფიზიკური), პროფესიული განვითარებისთვის და სხვა.
მობილობის გრანტი დაფარავს მოგზაურობის, ცხოვრების, ვიზისა და რეგისტრაციის ხარჯებს.კონკურსის მიზანია ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალებს შორის ცოდნის გაზიარებისა და საზღვრებს გარეთ კავშირების შექმნის ხელშეწყობა.

მეტი ინფორმაცია კონკურსის შესახებ

გაეცანით მობილობის დეტალურ გზამკვლევს

დარეგისტრირდით და შეავსეთ ონლაინ განაცხადი

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 8 აპრილი, 18:00 (ადგილობრივი დროით).
განაცხადის პროცესთან დაკავშირებით შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ხატია ჭოხონელიძეს, EU4Culture-ის კოორდინატორი საქართველოში, შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: Khatia.Tchokhonelidze@goethe.deшаблоны для dle 11.2