ENG

მობილობა - მობილობის ზოგადი წესი ...
მობილობის ზოგადი წესი
 მობილობის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადასვლის წესით ჩარიცხვა) უფლება აქვს სტუდენტს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა საქართველოს აკრედიტებულ/აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში და გავლილი აქვს სწავლების ერთი წელი; 
 საერთაშორისო მობილობის განხორციელებისათვის პირი ვალდებულია მოიპოვოს თსსა  ჩარიცხვის უფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ წესის მე-7  მუხლით დადგენილი წესის დაცვით; 
 მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს წელიწადში ორჯერ - შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრში; 
სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტატუსი  ასევე სარგებლობს მობილობის უფლებით; 
 

მობილობის პროცედურა 
შიდა/გარე მობილობის განხორციელებისათვის თსსა-ს ფაკულტეტები სემესტრულად განსაზღრავენ თავისუფალი ადგილების რაოდენობას პროგრამის და დონის მიხედვით, ასევე განსაზღვრავენ მიღების წინაპირობებს; 
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის შესაბასად თსსა-ს რექტორი ამტკიცებს მობილობის მსურველთა თსსა-ში რეგისტრაციისა და  გამოცდების ვადებს; 
გარე მობილობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე; 
მობილობის მსურველი გადის თსსა-ს ფაკულტეტების მიერ მიღების წინაპირობად განსაზღვრულ გამოცდა/გამოცდებს; 
 
გარე მობილობის მსურველი მოიპოვებს თსსა-ში ჩარიცხვის უფლებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მის ჩარიცხვაზე გაცემული დადებითი დასკვნის შემთხვევაში;


шаблоны для dle 11.2