|
მოკლე, ინტენსიური შეხვედრები საშუალებას მოგცემს სწორად დაგეგმო და წარმართო იდეების გენერაციის პროცესი და მოახდინო შენი სტარტაპ იდეის ფორმირება. იდეათონის ფარგლებში ბრიტანელი და ადგილობრივი კვალიფიციური მენტორების დახმარებით დაეუფლები გუნდური მუშაობის პრინციპებს და გამოიმუშავებ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ უნარ-ჩვევებს. იდეათონი გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის “ ფარგლებში საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ), ქუთაისის აკაკი წერეთლის საელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, ბრიტანული Advantage Creative-ისა და კრეატივ სოლუშენის (Creative Solution) თანამშრომლობით. ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება სტუდენტს ან კურსდამთავრებულს ერთ-ერთი შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), ქუთაისის აკაკი წერეთლის საელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. როგორ მივიღოთ მონაწილეობა მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. თუმცა, პროექტის ფარგლებში აუცილებელია მოხდეს გუნდების ფორმირება. ინდივიდუალური მონაწილე გუნდის ვერ შეკვრის შემთხვევაში გამოეთიშება პროექტს. სად გავიაროთ რეგისტრაცია რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/ სამუშაო ენა ქართული-ინგლისური (ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე სავალდებულოა)" |