ENG


სტარტაპ მარათონი იწყება!

7 / 03 / 2022

 
უკრაინაში განვითარებული პროცესებიდან გამომდინარე, ყველანი ვგულშემატკივრობთ მეგობარ ქვეყანას და მხარს ვუჭერთ იმ დასავლურ ღირებულებებს, რომლისთვისაც ბრძოლა, დღეს უკრაინაში მიმდინარეობს! 
მაგრამ, მიუხედავად ასეთი ემოციური და რთული ვითარებისა, ქვეყანაში სამუშაო პროცესი ნაწილობრივ მაინც უნდა შენარჩუნდეს და სრულიად ყველა პროცესის შეწყვეტა ფიზიკურად არ გამოდის. შესაბამისად, ვართ სრულად სოლიდარულნი ჩვენი უკრაინელი დების და ძმების მიმართ და მშვიდობის იმედით განვაგრძობთ სამუშაო პროცესს. 
სიახლე სამხატვრო აკადემიის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის!
STEAM სტარტაპ მარათონი იწყება!
სტარტაპ მარათონი შედგება რამდენიმე ეტაპისგან: #იდეათონი #ჰაკათონი #სტარტაპუიქენდი და ბოლოს, აკადემიის სახელით საერთაშორისო კონკურსზე #BigIdeaChallange-ზე წარდგენა.
ვიწყებთ მარათონის პირველ ღონისძიებაზე, იდეათონზე განაცხადების მიღებას,! გაიარე ეს გზა ჩვენთან ერთად!
თუ ხარ შემოქმედებითი მეწარმეობით დაინტერესებული სტუდენტი და გინდა საკუთარ სტარტაპ იდეაზე მუშაობა, მაშინ იდეათონი სწორედ შენთვისაა!!! მოკლე, ინტენსიური შეხვედრები საშუალებას მოგცემს სწორად დაგეგმო და წარმართო იდეების გენერაციის პროცესი და მოახდინო შენი სტარტაპ იდეის ფორმირება.
იდეათონის ფარგლებში, ბრიტანელი და ადგილობრივი კვალიფიციური მენტორების დახმარებით დაეუფლები გუნდური მუშაობის პრინციპებს და გამოიმუშავებ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ უნარ-ჩვევებს.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. თუმცა, პროექტის ფარგლებში აუცილებელია მოხდეს გუნდების ფორმირება. ინდივიდუალური მონაწილე კი, გუნდის ვერ შეკვრის შემთხვევაში გამოეთიშება პროექტს.
სად გავიაროთ რეგისტრაცია?
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/o23e2MeG3RgUGoTA6
სამუშაო ენა
ქართული
იდეათონი გაიმართება ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის ,,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის “ ფარგლებში
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ), ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის,
ბრიტანული ენჯელ ინვესტორი კომპანიის Creative Advantage კრეატივ სოლუშენის (Creative Solution) შემოქმედებითი საქართველოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით.
шаблоны для dle 11.2