ENG


საგანგებო განცხადება საიუბილეო ღონისძიებებთან დაკავშირებით

10 / 03 / 2022

 
მოგეხსენებათ, 2022 წელი თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისთვის საიუბილეოა, ის 100 წლისაა!
ამ, ჩვენთვის და ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან თარიღს, მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობით (გამოფენები, კონფერენციები, პრეზენტაციები და სხვა) ავღნიშნავთ. ასევე, საქართველოს ესტუმრება არაერთი უცხოელი სტუმარი, ვინც უშუალოდ იქნება ჩართული აქტივობებში. გარდა ამისა, გვერგო საპატიო მისია და ყველა ღონისძიება, მთელი წლის განმავლობაში, UNESCO-ს ეგიდით ჩატარდება.
სამხატვრო აკადემიაში, საიუბილეო წლის გახსნას 14 მარტს ვგეგმავდით. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე განვითარებული, უმძიმესი საომარი მოქმედებების და უკრაინისადმი სოლიდარობის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საზეიმო ღონისძიების ჩატარება გაუმართლებელია.
სამხატვრო აკადემიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება საიუბილეო წლის ყველა ღონისძიება, რომელიც სპეციალურ საიუბილეო კალენდარშია გაწერილი, თუმცა თარიღების კორექტირება მოხდება მოვლენათა განვითარების მიხედვით. მათ შორისაა 14 მარტს დაგეგმილი, საიუბილეო წლის საზეიმოდ გამხსნელი ღონისძიებაც: დიმიტრი თუმანიშვილის წიგნის - „ქართული ხუროთმოძღვრების საკითხები“ პრეზენტაცია და სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკაში დაცული, რარიტეტული ნამუშევრების ფოტო-გამოფენა, რომლის თარიღს დამატებით გაცნობებთ.
დეტალური ინფორმაცია, ყველა ღონისძიების შესახებ (თარიღით და აღწერილობით), ასევე დაიდება სამხატვრო აკადემიის ფეისბუქ გვერდზე და ვებ-გვერდზე!
шаблоны для dle 11.2