|
კონკურსის მიზანი: ბავშვთა უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის, განათლების, აღზრდის, სულიერების, ხელოვნების, სპორტის, ბიზნესის, ქველმოქმედების სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის დაწესებული ეროვნული საზოგადოებრივი პრემიის („ოქროს ნერგი“) გამომსახველი ესკიზის პროექტის შექმნა. კონკურსის პრემია კონკურსში გამარჯვებულისათვის დაწესებულია ერთჯერადი ფულადი პრემია 500 (ხუთასი) ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე). კონკურსში მონაწილეობის პირობები კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირს, ავტორთა ჯგუფს. პრემიის გამომსახველი ესკიზის კომპოზიცია უნდა შეესაბამებოდეს პრემიის იდეას. საკონკურსო პროექტის შესრულების სტილი თავისუფალია. კონკურსანტი თავისუფალია გამოსაყენებელი მასალის შერჩევაში. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო პროექტის წარდგენა. ესკიზის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. კონკურსი ტარდება ერთ ტურად. გამარჯვებული ესკიზი არის ფონდის კუთვნილება. წარმოდგენილი მასალები კონკურსში მონაწილე პირებს უკან არ უბრუნდებათ. პროექტის საკონკურსოდ წარმოდგენის წესი კონკურსის მასალას (ესკიზს) თან უნდა ერთვოდეს განმარტებითი ბარათი (არაუმეტეს ერთი გვერდისა) წარმოდგენილი ესკიზის კონცეფციის თაობაზე. ავტორი და/ან ავტორთა ჯგუფი ვალდებულია აღწეროს პრიზი, მიუთითოს მასალები, ზომები. აუცილებელია განხორციელებისთვის საჭირო თანხის მითითება (ხარჯთაღრიცხვა) ეროვნულ ვალუტაში, რომლის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. აუცილებელია მითითებულ იქნეს ავტორის და/ან ავტორთა ჯგუფის წევრთა ვინაობა (სახელი და გვარი), მისამართი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონი, ელ. ფოსტა) . აუცილებელია განმარტებით ბარათზე ავტორის და/ან ავტორთა ჯგუფის წევრთა ხელმოწერა. კონკურსის მასალები წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონული ფორმით. კონკურსის შედეგები კონკურსის შედეგებს შეაჯამებს და გამარჯვებულს გამოავლენს სპეციალური საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისია გამოავლებს მხოლოდ ერთ გამარჯვებულს. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსი არ გამოავლენს გამარჯვებულს, კონკურსი ჩაშლილად ჩაითვლება და გამოცხადდება ხელმეორედ. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება კონკურსანტებს ეცნობებათ პირადად და გამოქვეყნდება სოციალურ მედიაში. კონკურსის შედეგად გამარჯვებულთან ფონდი ხელშეკრულებას გააფორმებს. გამარჯვებულ კონკურსანტთან/კონკურსანტებთან ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კონკურსის საჯაროობა საკონკურსო პირობებისა და კონკურსის შედეგების მასალების გამოქვეყნება საჯაროა. დაინტერესებულ პირებს დამატებით მიეწოდებათ კონკურსის პირობები. მასალები გაიცემა მხოლოდ ელექტრონული ვერსიის სახით. კონკურსის ვადები კონკურსანტთა მიერ პროექტის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 მარტი. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროეტების განხილვა შედგება 2022 წლის აპრილში. კონკურსის მასალები წარმოდგენილ უნდა იქნეს ელექტრონულ ფოსტაზე: Infofoundation2022@gmail.com დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +995 599 772 148 ანა ალავერდაშვილის ფონდი |