|
ესპანეთის გრანადას უნივერსიტეტი- მონაწილეობა მე-18 საერთაშორისო კვირეულში ‘Internationalization Advanced Level’ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების, ხელმძღვანელ პოზიციაზე მომუშავე პირებისთვის- მაია ყიფიანი, თსსა საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, ერასმუს კოორდინატორი. ტრენინგის პროგრამა მოიცავდა: · ახალი ერასმუს+ პროგრამის პრიორიტეტები, · საპილოტე პროგრამა- ინტერნაციონალიზაციის კურიკულუმი და ინტერკულტურული კომპეტენციები, · დიჯიპასის პროექტი- DIGIPASS Moodle საუნივერსიტეტო მობილობების პლატფორმებში · პროგრამები- გრანადას უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის წვლილი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში - 6.12 % GDP 1531 წლიდან და დღეს, გრანადას უნივერსიტეტი, პირველი ევროპული უნივერსიტეტების ალიანსის Arqus Alliance-ის და Coimbra Group-ის წევრია. უნივერსიტეტი მოიცავს 7 კამპუსს (გრანადა-3, მაროკო, იორდანია, პალესტინა) და 1 ვირტუალურ კამპუსს, აქ 18 კვლევითი ინსტიტუტი და როგორც სამეცნიერო კვლევითი, ასევე საერთაშორისო პროექტების 526 ჯგუფი ფუნქციონირებს, 27 ფაკულტეტზე სწავლობს 70 000-მდე სტუდენტი 115 ქვეყნიდან. წლების მანძილეზე ინტერნაციონალიზაციის და სახვითი ხელოვნების მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ შედგა მოლაპარაკება თანამშრომლობის გაფართოების შესახებ თსსა და გრანადას უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტებს შორის, ახალი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში. |