აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებული, 2020-2021 წლების მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა. გრძელვადიანი პროექტი 2021 წლის 15 აპრილს გაიხსნა. მან მოიცვა: კონფერენცია, ასევე ვორშოფების და ვებინარების სერია საქართველოს ხუთ რეგიონში. კონფერენციაში სპიკერების სტატუსით მონაწილეობა მიიღეს ტექსტილის დარგის მკვლევარებმა და მომხსენებლებმა - სამხატვრო აკადემიიდან, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან, საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმიდან.
პროექტი, კულტურული მემკვიდრეობის ამ უნიკალური ტექსტილის დიზაინის მიმართულების პოპულარიზაციას, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას და აღნიშნულ სფეროში დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას ემსახურებოდა.
шаблоны для dle 11.2