|
![]() კონკურსის მიზანია 18-35 წლამდე ახალგაზრდების ბიზნეს იდეების მხარდაჭერა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სამხატვრო აკადემიის 18-35 წლამდე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. რატომ ღირს მონაწილეობის მიღება და გამარჯვება? გამარჯვების შემთხვევაში მოიპოვებ ბრიტანელი მენტორების საკონსულტაციო პაკეტს მიიღებ მონაწილეობას ბუთქემფში მიიღებ წვდომას პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორებთან მიიღებ 2000 ფუნტს იდეის განსახორციელებლად აქციე შენი იდეა რეალობად! კონკურსი მოიცავს სამ კატეგორიას: ციფრული ტექნოლოგია Digital Technology; ![]() შემოქმედებითი ინდუსტრია (კრეატივი) Creative. კონკურსანტი უნდა იყოს სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ან კურსდამთავრებული: სტუდენტი, კურსდამთავრებული, ახალგაზრდა მეწარმე, რომელიც აკადემიის პროექტის "აპსტარტის" ბენეფიციარი იყო ან გახდება (ასევე ის პირები, ვინც სამხატვრო აკადემიის ბიზნესინკუბატორის პროგრამებში არიან ან იყვნენ ჩართულები და გახდნენ/გახდებიან აკადემიის ბენეფიციარები). საქართველოს მოქალაქე ნებისმიერი პირი. კონკურსანტის ასაკი: 18-35 წელი კონკურსში განაცხადის შეტანა შესაძლებელია ინდივიდუალურად და გუნდურად. კონკურსში უპირატესობა მიენიჭებათ გუნდებს (მაქსიმუმ 4 წევრი); ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა კონკურსის ყველა მონაწილისთვის ისეთ დონეზე, რომელიც საჭიროა პრეზენტაციის წარმართვისა და პროგრამაში მონაწილეობისთვის. გუნდის წევრებიდან იდეის ვიდეოფიჩი შეუძლია გააკეთოს ყველა წევრმა ერთად, ასევე გუნდის რომელიმე ერთა წევრმა. ჯილდოები: კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან: 2,000 ფუნტი სტერლინგის ოდენობის სტარტაპდაფინანსებით, საერთაშორისო მენტორინგით, ინტენსიური ბიზნესმხარდაჭერით და სხვა. თქვენი იდეების გამოგზავნის ვადები: დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე 15 აპრილამდე და კონკურსის იდეის წარდგენამდე გაივლით: ![]() ![]() მენტორინგის შემდეგ დაგარეგისტრირებთ პლატფორმაზე, სადაც თქვენს 1 წუთიან ვიდეოფიჩებს ატვირთავთ. შეავსეთ მარტივი აპლიკაციის ფორმა 15 აპრილამდე: https://docs.google.com/.../1FAIpQLSdMZwsG05C.../viewform... გისურვებთ წარმატებას! |