არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის დარგებში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული ღონისძიების “იტალიური დიზაინის დღე საქართველოში - 2022" ფარგლებში, იტალიის საელჩომ თბილისში, მილანის დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან (IED) თანამშრომლობით, თსსა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებს წარუდგინა კონკურსის პირობები - „When Italian Design Meets Georgian Creativity".
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ უმასპინძლა იტალიის საელჩოს წარმომადგენელს, მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს - ნიკოლა იორიოს, რომელმაც IED-ს მომხსენებელთან ერთად, პირადად გააცნო სტუდენტებს იტალიაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობები, მილანის დიზაინის ევროპული ინსტიტუტის კონკურსის ფარგლებში.
шаблоны для dle 11.2