ENG


საქველმოქმედო გამოფენა - "მხატვრები უკრაინისთვის"!

12 / 04 / 2022

 
დღეს, ამ ურთულეს ისტორიულ პროცესში და დიდ ომში, ჩვენი განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას. აგრეთვე, მხარში უნდა ამოვუდგეთ ჯარისკაცებს, რომლებიც არა მხოლოდ უკრაინის, ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის მომავლისათვის - საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან!
ქართული სახელოვნებო სივრცე გამოხატავს თავის პოზიციას და გვერდით უდგას უკრაინას, საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში!

გამოფენის ფარგლებში, ქართველი არტისტები, კურატორები და გალერეები, სამხატვრო აკადემიის ეგიდით გაერთიანდნენ, რათა თანადგომა გამოუცხადონ უკრაინას!

გელოდებით 15 აპრილს, 12:00 საათიდან
მისამართი: ალ. გრიბოედოვის N22 - სამხატვრო აკადემიის საგამოფენო სივრცე

გამოფენის კურატორი ნინო გუჯაბიძე



шаблоны для dle 11.2