ზალცბურგის უნივერსიტეტთან გაფორმებული ერასმუს ხელშეკრულების ფარგლებში, 2021 წლის შემოდგომის სემესტრში, ერთ-სემესტრიანი მობილობა წარმატებით გაიარა თსსა სამრეწველო დიზაინის მიმართულების სტუდენტმა, შედგა ავსტრიელი პროფესორების 2 გაცნობითი ვიზიტი თსს აკადემიაში, და დღედღეობით, 2022 წ. შემოდგომისთვის ნომინირებულია თსსა სამრეწველო დიზაინის კიდევ ერთი სტუდენტი.
ამ ეტაპზე, ზალცბურგის უნივერსიტეტმა ვიზიტი დაგეგმა როგორც კურიკულუმის ნაწილი, გასვლითი კვირეული განსხვავებული კულტურის მქონე ქვეყანაში, რომლის ფარგლებში 31 ავსტრიელი სტუდენტი და თსსა სამრეწველო დიზაინის მიმართულების 20 სტუდენტი ერთობლივად ჩაერთვებიან ვორქშოფებში სამრეწველო დიზაინის მიმართულების ავსტრიელი და ქართველი პროფესორების ხელმძღვანელობით, და ასევე, კრეატიულობის განვითარების მიზნით, მონაწილეობას მიიღებენ ტექსტილის დიზაინის, კერამიკის, მხატვრული მინისა და სამკაულის დიზაინის ვორქშოფებში.
шаблоны для dle 11.2