ENG


თსსა აკადემიური პერსონალის ვორქშოფები ესპანეთში, ერასმუს+

14 / 04 / 2022

 
4-8 აპრილი, ესპანეთის, კასტელოს  ხელოვნების უმაღლეს სკოლაში - Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში,  გაიმართა თსსა რექტორის, პროფ. გია გუგუშვილის და  სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორის, ქეთი მატაბელის ვორქშოფების სერია სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ  ინსტიტუციური თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით ახალი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში. ამ ეტაპზე, კასტელოში, ერასმუს მობილობით იმყოფება გრაფიკისა და მოდის დიზაინის მიმართულების სტუდენტები, ხოლო  ა.წ. გაზაფხულის სემესტრში იგეგმება  4 სხვადასხვა მიმართულების პროფესორის ერასმუს მობილობა თსს აკადემიაში.шаблоны для dle 11.2