|
13-14 აპრილი, 2022 - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა ვორქშოფი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში. კასტელოს ხელოვნების უმაღლესი სკოლის - Escola d'Art i Superior de Disseny de Castelló ინტერიერის დიზაინის მიმართულების პროფესორმა - Mirentxu Sardina-მ გამართა სემინარი და ვორქშოფი. მონაწილე სტუდენტებს გადაეცათ ერასმუს სერიფიკატები. ვორქშოფის თემა იყო - The feelings neighborhood, რის მიხედვითაც შეიქმნა კონცეპტუალური მრავალსართულიანი სახლი. თითოეული ნაწილი (Box) განსაზღვრავდა გრძნობასა და განწყობას - სხვადასხვა სიტყვის მეშვეობით. სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა გამოიჩინეს კრეატიულობა და შექმნეს ძალიან საინტერესო ფორმის და შინაარსის იმიტირებული მრავალსართულიანი მაკეტი. |