|
ცხადდება კონკურსი თსსა პარტნიორი, ბელგიის გენტის Artevelde University of Applied Sciences- გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, კომუნიკაციისა და მედია დიზაინის საზაფხულო სკოლაში სასწავლებლად (campus Kantienberg), მედია ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში), თემა - 3D მოდელირება და 3D პრინტი. საზაფხულო სკოლის კურსის ღირებულებაა 150 ევრო. პერიოდი 20 ივისი-1 ივლისი. გთხოვთ მიმართოთ მედია ხელოვნების ფაკულტეტს შერჩევის პირველ ტურში მონაწილეობის მისაღებად და წარუდგინოთ CV და მოტივაციის წერილი, პორტფოლიო. ფაკულტეტის მიერ ნომინირებული სტუდენტის დოკუმენტები გაიგზავნება გენტში, პარტნიორი უნივერსიტეტის საბოლოო შესარჩევ ტურში მონაწილეობის მისაღებად. მედია ხელოვნების ფაკულტეტის ნომინაციის დედლაინი: 7 მაისი, 2022. 16 მაისის შემდეგ ბელგიური მხარე გამოავლენს გამარჯვებულ სტუდენტებს, შეტყობინება გაეგზავნება გამარჯვებულ სტუდენტს, რომელსაც გენტში ჩასვლის და გაწეული ხარჯების (მგზავრობა, სასტუმრო) დოკუმენტების წარდგენის შემდეგ დაუფინანსდება ხარჯების ნაწილი - 700 ევრომდე. საზაფხულო სკოლის პროგრამის დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.artevelde-uas.be/programmes/further-training-study-days/international-summer-class-3d-modeling-printing მოტივაციის წერილის ასაგებად, აპლიკანტ სტუდენტებს შეუძლიათ გამოიყენონ წინა წლების გამარჯვებული სტუდენტების ციტატები:
გამარჯვებულ სტუდენტს შეუძლია მიმართოს შემდეგ კოორდინატორებს: პრაქტიკულ საკითხებზე- Mrs. Ingrid Verbanck (ingrid.verbanck@arteveldehs.be). პროგრამის დეტალებზე- Tom Neuttiens (tom.neuttiens@arteveldehs.be). დანართი |