თითოეულ ვორქშოპში მონაწილეობდა 10 სტუდენტი, 7 ავსტრიელი და 3 ქართველი.
ვორქშოპის ხანგრძლივობა განისაზღვრა მასალის საბოლოო შედეგის მიღებამდე და სტუდენტებმა იმუშავეს დაახლოებით 8 საათის მანძილზე.
ტექსტილის დიზაინზე შესრულდა 1 საერთო დიდი სუფრის ნიმუში, რომელიც გაფორმებულია ქართული და ავსტრიული ტრადიციული ორნამენტებით (რომლის კლიშეებიც სტუდენტებმა აქ ჩამოსვლამდე დაამზადეს სპეციალურად ამ ვორქშოპისთვის) და ასევე, თითოეულმა შეასრულა ინდივიდუალურად პატარა ნიმუშები მათი კომპოზიციის მიხედვით, რომელიც ბოლოს შეიღება ინდიგოს ღებვის მეთოდით.
მხატვრული კერამიკის მიმათულების ვორქშოპში სტუდენტები გაეცნენ კერამიკული ნაწარმის შექმნის საბაზისო ხერხებს. მათი დიზაინის (ესკიზის) მიხედვით, რომელიც შესრულდა ადგილზე, დამზადდა კერამიკული ნამუშევრები პროფესიონალი მეთუნის მიერ. ასევე, მონაწილეებმა თავად შეასრულეს საკუთარი ნამუშევრები, სამეთუნეო ჩარხზე ამოყვანისა და სამგანზომილებიანი კერამიკული ობიექტის შექმნის სხვადასხვა მეთოდებით. ვორკშოფის მეორე დღეს მოხდა ჩარხზე ამოყვანილი ნამუშევრების გადაჩარხვა-დასრულება. ავტორების მიერ ზედაპირებზე დატანილ იქნა პერსონალური ფაქსიმილეები. ნამუშევრები გამოფენილი იქნება პროგრამულ გამოფენაზე.
სამკაულისა და ლითონის დეკორატიულ პლასტიკის ვორქშოპის ფარგლებში სტუმრებმა პირველ ეტაპზე დაათვალიერეს ამ მიმართულების მუზეუმი (რომელიც არის ნიკოლაძის კორპუსში), შემდეგ გააკეთეს ესკიზი, რის მიხედვითაც დაამზადეს ტიხრები ფერებით, იმავე დღესვე გამოიწვა და მოივერცხლა ნამუშევრები.
მხატვრული მინის ვორქშოპზე ავსტრიელმა და ქართველმა სტუდენტებმა იმუშავეს ფიუზინგის ტექნოლოგიით, პირველ ეტაპზე შექმნეს კომპოზიციები ქართული და ავსტრიული ტრადიციული ორნამენტებით და ამავე ესკიზის მიხედვით შეასრულეს მასალაშიც.
ხის მხატვრული დამუშავებისა და ავეჯის დიზაინის ვორქშოპის ჩატარებამდე სტუდენტები გაეცნენ ჩვენი მიმართულების სასწავლო პროგრამებსა და პროცესს. ნაჩვენები იყო სტუდენტების მიერ 3ds max და photoshop-ში შესრულებული პროექტები და ესკიზები, ასევე ავეჯის მაკეტები და ხის მასალაში შესრულებული სხვადასხვა ფუნქციური დანიშნულების მხატვრული ნაკეთობები.
ვორქშოპი ძირითადად მოიცავდა მარკეტრისა და ხეზე კვეთის ტექნოლოგიურ პროცესების გაცნობას და მასალაში შესრულებას. მასალაში ხეზე კვეთილობით შესრულებული იქნა გეომეტრიული ორნამენტები. ხის მოზაიკის ერთერთი სახეობის მარკეტრის ტექნიკის გამოყენებით შესრულებული იქნა გეომეტრიული კომპოზიციები.
ვინაიდან, ავსტიელი სტუდენტების მიმართულება სამრეწველო დიზაინია, მათი ძირითადი სამდღიანი ვორქშოპი ჩატარდა ამ მიმართულებით, 27 აპრილს გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა, სადაც ქართველმა მხარემ გააცნო მიმართულებების ნამუშევრები.
შეხვედრაზე განიხილეს საბოლოო კონცეფცია, რა თემაზეც იმუშავეს 28,29 აპრილს 31 ავსტრიელმა და 20 ქართველმა სტუდენტმა მათ პროფესორებთან ერთად.
სამუშაო თემად შეირჩა ქართული და ავსტრიული ტრადიციული ნივთების რედიზაინი.
ვორქშოპზე წარმოდგენილი იყო სამ-სამი ნივთი, ავსტრიული მხარისგან:
ყავის მექანიკური საფქვავი;
სათამაშო ცხენი საქანელა;
საფრთხობელა ქარის ენერგიაზე;
ქართული მხარის სამი თემა ერთიანდებოდა საერთო კონცეფციით “საქართველო ღვინის სამშობლო” და ამაში შედის:
1. ორიგინალური სუვენირი ღვინის სამშობლოდან
2. დოქი დეკანტერი ჭიქით
3. ღვინის გადასატანი და შესანახი ჭურჭელი 10-20 ლ ტევადობით.
სტუდენტები დაიყო 13 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში ჩართული იყო ავსტრიელი და ქართველი სტუდენტები.
29 აპრილს თბილისის სახელმწიფო აკადემიის ისტორიულ შენობაში გაიმართა შემაჯამებელი ვორქშოპის შედეგების გამოფენა/დაჯილდოვება.
4 დღის მანძილზე ვორქშოპში მონაწილე ქართველ და ავსტრიელ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
шаблоны для dle 11.2