ENG


აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! რეგისტრაცია 2022 წლის შემოქმედებით ტურზე

16 / 05 / 2022

 

სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს საბაკალავრო საფეხურის აბიტურიენტების ონლაინ რეგისტრაციას შემოქმედებით ტურზე. 2022 წლის შემოქმედებითი ტურის რეგისტრაცია დაიწყება 16 მაისის 10:00 საათზე და დასრულდება 2 ივნისს 24:00 საათზე.

 

თსსა ვებ-გვერდზე art.edu.ge განთავსებული ელექტრონული ფორმის წარმატებით შევსების შემდეგ, აბიტურიენტს  ენიჭება სარეგისტრაციო უნიკალური ნომერი. აბიტურიენტის სარეგისტრაციო ნომერი წარმოადგენს რეგისტრაციის რიგით ნომერს, რომელიც გაეგზავნება აბიტურიენტს მის მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. 6 ივნისს თსსა ვებ-გვერდზე art.edu.ge დაიდება  სიები, სადაც იქნება მითითებული აბიტურიენტის სარეგისტრაციო ნომერი, თარიღი და დრო თუ როდის უნდა გამოცხადდეს გამოცდაზე. ასევე დაიგზავნება სმს შეტყობინება და წერილი, თქვენს მიერ მითითებულ მობილურ ნომერზე და ელექტრონულ ფოსტაზე.

 

ყურადღებით შეიყვანეთ თქვენი მონაცემები და რეგისტრაციის დასრულებამდე გადაამოწმეთ თქვენს მიერ შეყვანილი ელექტრონული ფოსტა, პირადი ნომერი და მობილურის საკონტაქტო ნომერი! გაითვალისწინეთ, მეილი შესაძლოა მოვიდეს სპამში. აუცილებელია შეინახოთ გამოგზავნილი აბიტურიენტის რეგისტრაციის ნომერი შემდგომი გამოყენებისთვის.

 

აბიტურიენტმა შემოქმედებითი ტურის რეგისტრაციის თანხა 20 ლარი, აუცილებლად უნდა გადაიხადოს რეგისტრაციის  დასრულებამდე!

 

აუცილებელია თანხის გადარიცხვის დროს მითითებული იყოს აბიტურიენტის სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

 

აკადემიის საბანკო რეკვიზიტები: (ნებისმიერი ბანკიდან!)
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 708917289

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე: 595948881, 595491424, 593665693.

 

-> რეგისტრაციისთვის გადადით ამ ბმულზე:
  http://old.art.edu.ge/form/view.php?id=21292

 

-> იხ. თსსა აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული (15.05.2022 წლის ოქმი N:44) - შემოქმედებითი ტურის დებულება (PDF ფაილი):
  https://drive.google.com/file/d/1W5ULembpoDBng5TPLp09d4X7ie2sinZK/view?usp=sharing

 

-> ამონაწერი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა ცნობარიდან - 2022 წელი (PDF ფაილი):
  https://drive.google.com/file/d/1x2o-FPHXzmlUJnM871dPTTFaKjb3Clu-/view?usp=sharing

шаблоны для dle 11.2