ENG


ნიზამი განჯელის დაბადებიდან 880 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

6 / 06 / 2022

 
2022 წლის 3 ივნისს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ორგანიზებით სამხატვრო აკადემიაში უდიდესი აზერბაიჯანელი პოეტისა და ფილოსოფოსის ნიზამი განჯელის დაბადებიდან 880 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია პოეტის ცნობილი პოემების კრებულის „ხამსას“ (საიდუმლოებათა საუნჯე, ხოსრო და შირინი, ლეილი და მეჯნუნი) მინიატურების ფოტო-მასალა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს კულტურის დამსახურებული მოღვაწეების დაჯილდოება. აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სევდა მამადალიევამ და აზერბაიჯანის ელჩმა ფაიგ გულიევმა საქართველო-აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის ნიზამი განჯელის სახელობის მედლით დააჯილდოვეს: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გიორგი გუგუშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს სახალხო არტისტი ბუბა კიკაბიძე, აკადემიკოსი ვალერი ასათიანი, მოქანდაკე გია ჯაფარიძე, საქართველოს სახალხო არტისტი ჯუმბერ ბერაძე.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველო - აზერბაიჯანის წარმომადგენლობითი დელეგაცია, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილე სევდა მამადალიევა, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის კულტურისა და ხელოვნების საზოგადო მოღვაწეები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვ.
шаблоны для dle 11.2