ENG


აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!! აპელაცია

13 / 06 / 2022

 
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის 2022 წლის აბიტურიენტთა მისაღები შემოქმედებითი კონკურსის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა იწარმოებს მიმდინარე წლის 18 ივნისს, 10:00  საათიდან.

საპრეტენზიო  განაცხადის მიღება იწარმოებს 14,15,16 და 17 ივნისს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.  ქ. თბილისი გრიბოედოვის ქ. № 22-ში მდებარე თსსა სასწავლო კორპუსის შენობაში.

საპრეტენზიო განაცხადს თან უნდა დაერთოს საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური - 50 ლარი გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. (საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი.

სამხატვრო აკადემიის რეკვიზიტები:(ნებისმიერი ბანკიდან)სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიშიბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708917289



გისურვებთ წარმატებას!шаблоны для dle 11.2