|
კონკურსი !!! #ნიკომაღლივი შეხვედრა და დეტალების გაცნობა სტუდენტებთან 23 ივნისს 13:00 სთ-ზე სამხატვრო აკადემიის აუდიტორიაში #6. 2022 წელს თსუ-ს თან თანამშრომლობით იმართება რიგით მესამე #ნიკომაღლივისკონკურსი სადაც 15 ახალგაზრდა მხატვარს მიეცემა საშუალება მოხატოს 15 დიდი კედელი მისი ესკიზის მიხედვით, მიიღოს გამოცდილება და შეისწავლოს დიდ მასშტაბზე ხატვის მეთოდები და ხერხები. ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. ღონისძიება ტარდება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პატრონაჟით. მონაწილეობის წესები: • კონკურსის თემა თავისუფალია • მონაწილეობა შეუძლია ყველა საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან; • კონკურსში ჩასართავად საჭიროა გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე paintfreezone@gmail.com o ესკიზი პროპორციით - 4.6 სიმაღლე და 10 სიგანე pdf ან jpg ფორმატით (იხილეთ პოსტში) o ელ-წერილის სათაურში უნდა მიეთითოს „#ნიკომაღლივი“ o ყველა მონაწილემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ხატვის უნარების დამადასტურებელი მასალა ან პორთფოლიო ნებისმიერი ელექტრონული ფორმატით ; o აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის და ტელეფონის ნომრის წარმოდგენა; • საკონკურსო ნამუშევრების მიღება გრძელდება 2022 წლის 5 ივლისის 18:00 საათამდე (თბილისის დროით); • საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნით მონაწილე ავტომატურად ეთანხმება კონკურსის ყველა წესს; • კონკურსში გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 15 ივლისს; • ნამუშევრის გამოგზავნით მონაწილე ავტომატურად თანხმდება ხატვებში მონაწილეობაზე, რომლებიც გაიმართება თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე თსუ-ს ბიბლიოთეკის შენობაზე 2022 წლის 15-25 ივლისს; • ხატვების განხორციელების ვადის ცვლილების შემთხვევაში ფესტივალი წინასწარ 10 ივლისს შეატყობინებს ყველა გამარჯვებულ მონაწილეს; • ყველა მონაწილე იღებს ვალდებულებას გამარჯვების შემთხვევაში სრულად და ესკიზის მიხედვით დახატოს ნახატი; • მონაწილეები თანახმანი არიან ფოტო და ვიდეო გადაღებაზე და ამ მასალის საჯაროდ გამოქვეყენებაზე ნებისმიერი სახით. ყველა ფესტივალის მასშტაბით შექმნილი მასალა წარმოადგენს ფესტივალის საკუთრებას და მხოლოდ ფესტივალს აქვს უფლება გამოიყენოს მასალა თავისი შეხედულებისამებრ ; • ფესტივალი უზრუნველყოფს ყველა მონაწილეს ფასადის საღებავით, ძირითადი ხელსაწყოებით და ხარაჩოებით. თუ მონაწილის სურვილი აქვს დამატებით გამოიყენოს სპეციფიური ხელსაწყო ან დამხმარე მოწყობილობა, მან ეს მოწყობილობა თუ ხელსაწყო თავად უნდა მოიპოვოს; • ყველა მონაწილე ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ის ნორმები, რომლებიც განემარტებათ სამუშაოების დაწყებამდე |