|
თსსა აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის სტუდენტმა, ელენე იმედაშვილმა, მოიპოვა ავსტრიის ERNST MACH გრანტი და გახდა 2022 წლის კონკურსის გამარჯვებული. გრანტი გაიცემა ავსტრიის განათლების, მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBWF) მიერ და გულისხმობს 2022/2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის სრულ დაფინანსებას FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში - FH JOANNEUM University of Applied Sciences, Graz.
|