ENG


ინფორმაცია ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული ღია კონკურსის შესახებ

28 / 07 / 2022

 
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიერ მიმდინარეობს ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი საკონკურსო პირობების დაზუსტება, რაც იწვევს  კონკურსის ჩატარების თარიღის ცვლილებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს გამოცხადებული კონკურსების ფარგლებში საკონკურსო განაცხადები მიმდინარე წლის 1-2 აგვისტოს აღარ მიიღება.

ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსები გამოცხადდება უახლოეს მომავალში. განახლებული ინფორმაცია გამოქვეყნდება სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ვებ გვერდზე: www.art.edu.ge, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განაცხადების მიღების დაწყებამდე 1 თვით ადრე.
шаблоны для dle 11.2