ENG


გერმანელი სტუმრები სამხატვრო აკადემიაში

14 / 09 / 2022

 
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას, გაცნობითი ხასიათის შეხვედრით სტუმრობდნენ: გერმანიის, საქსონია- ანჰალტის სახელმწიფო პარლამენტის თავმჯდომარე, გერმანიის ძეგლთა დაცვის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე - ბატონი გუნარ შელენბერგერი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ბატონი პეტერ ფიშერი და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში, ქალბატონი ტანია ჰუტი.
მაღალი რანგის სტუმრებს უმასპინძლა სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ბატონმა გია გუგუშვილმა. დელეგაციამ დაათვალიერა სამხატვრო აკადემიის რეაბილიტირებული, ისტორიული შენობა და ლაბორატორია "ლურჯი სუფრა". შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და გეგმებზე.


шаблоны для dle 11.2