ENG


დრეზდენის პლენერი

27 / 09 / 2022

 
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და საქსონიის საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალს - Palais Sommer შორის მჭიდრო კავშირი და პარტნიორობა წლებს ითვლის. Palais Sommer და დრეზდენის პლენერი დაფუძნდა სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის, ალექსანდრე-ალეკო ადამიასა და მისი გერმანელი პარტნიორის - იორგ პოლენცის მიერ, რომელშიც ყოველ წელს, სამხატვრო აკადემიის - კონკურსის სახით შერჩეული სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. 
წელს ეს შესაძლებლობა გვანცა აგირბასა და ილია დავარაშვილს მიეცათ, რომლებმაც მათ პედაგოგებთან და პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელებთან - მარიამ შაქარაშვილთან და ბექა საყვარელიძესთან ერთად იმუშავეს დრეზდენში და შექმნეს ფერწერული ტილოები, ასევე მონაწილეობა მიიღეს გამოფენაში "კულტურა.სინქრონი". 
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების დიდმა ნაწილმა გადაინაცვლა კერძო და Palais Sommer-ს კოლექციებში. გამოფენის დასასრულს კი Canaletto-ს სახელობის კონკურსის ანონიმური ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა პუბლიკის ფავორიტი ნამუშევარი და გამარჯვებული ბექა საყვარელიძე. მას ეს ჯილდო უკვე მესამედ ერგო, მომავალ წელს კი დაიგეგმა მისი პერსონალური გამოფენა დრეზდენში.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს და ბექას ამ წარმატებას! 
шаблоны для dle 11.2