|
სემინარის აღწერილობა: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია მართავს კლიმატის ცვლილების და ხელოვნების რიგით მე-3 სემინარს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და გერმანიის საერთაშორისო თანაშრომლობის საზოგადოების (GIZ) დაფინანსებით. სემინარის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან კლიმატის ცვლილების მეცნიერებისა და პოლიტიკის პრინციპებს. 2022 წლის სემინარის მთავარი თემა იქნება გენდერი და მისი კავშირში კლიმატის ცვლილებასთან. სტუდნეტები სემინარზე მიღებულ ცოდნას კლიმატის ცვლილებისა და მისი გავლენის შესახებ სხვადასხვა გენდერულ ჯგუფებზე ციფრული ნაშრომების შექმნის გზით გამოხატავენ. ჟიური შეარჩევს 10-15 საუკეთესო ნაშრომს. არჩეული ნაშრომები წარმოდგენილი იქნება გამოფენაზე, რომელიც გაიმართება 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ თბილისის კლიმატის ცვლილებისა და გენდერის კონფერენციის პარალელურად. ნაშრომები გამოიფინება საკონფერენციო დარბაზში და დამსწრე საზოგადოება ელექტრონული კენჭისყრის გზით გამოავლენს სამ გამარჯვებულს. ჯიური ასევე დაასახელებს თავის რჩეულ ნაშრომს. დაჯილდოების ცერემონია კონფერენციის დახურვის დროს გაიმართება. საპრიზო ფონდი: 1 ადგილი - 1000 ლარი 2 ადგილი - 800 ლარი 3 ადგილი - 600 ლარი ჟიურის რჩეული - 600 ლარი მონაწილეობის პირობები: 1. უნდა იყოთ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი 2. სემინარძე დასწრება და კონკურსში მონაწილეობა ღიაა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ყველა ფაკულტეტის და ყველა კურსის სტუდენტისთვის 3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სემინარის შემდეგ უნდა წარადგინოთ ნაშრომი, რომელიც გამოხატავს თქვენს ხედვას და პოზიციას სემინარის მთავარ თემასთან დაკავშირებით 4. 2022 წლის სემინარის მთავარი თემაა გენდერი და კლიმატის ცვლილება 5. ნაშრომი უნდა იყოს ციფრული 6. ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა არის 18 ოქტომბერი, დღის 12:00 საათი 7. ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ელ. ფოსტაზე: climateandart@gmail.com ინფორმაცია |