ENG


სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს+ მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის

5 / 10 / 2022

 
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ERASMUS+  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2022/2023 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში, ავსტრიის, ქალაქ გრაცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის -FH Joanneum University of Applied Sciences, Graz, მედია/დიზაინის   დეპარტამენტის საინფორმაციო დიზაინის მიმართულებაზე: https://www.fh-joanneum.at/informationsdesign/bachelor/en/ .

წარსადგენი დოკუმენტაცია(ინგლისურ ენაზე):
· პორტფოლიო
. CV,
· ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
· სამოტივაციო  წერილი
 · ინგლისური ენის სერტიფიკატი დონე   B2 ,  ან ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხო ენის პედაგოგის მიერ.

აპლიკანტმა სტუდენტებმა , შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა  წარადგინონ მედია ხელოვნების ფაკულტეტის დეკანატში, დედლაინი 7 ნოემბერი, 18:00 სთ.
  
საკონტაქტო პირი: ქეთევან კვირიკაძე, ketevan.kvirikadze@art.edu.ge, 599153339

აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი:
· ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს Erasmus პარტნიორი უნივერსიტეტი
· ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან ქ. სტანბულში.  
· Erasmus კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა Erasmus გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.

шаблоны для dle 11.2