ENG


ცხადდება კონკურსი რესტავრაციის, ხელოვნების, ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად

5 / 10 / 2022

 
სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების, ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით ცხადდება  კონკურსი  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად, 4 წლის ვადით. 
დეკანის თანამდებობის დაკავება შეუძლია ფაკულტეტის პროფესორს და ასოცირებულ პროფესორს. კანდიდატებმა დალუქულ კონვერტებში უნდა წარმოადგინონ: ავტობიოგრაფია - CV; განათლების ან/და სამეცნიერო წოდების დამადასტურებელი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებული ასლები; 4 წლიანი  ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია; ასევე, ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც კანდიდატი საჭიროდ ჩათვლის.
ფაკულტეტის დეკანის კანდიდატთა რეგისტრაცია და დალუქული განცხადებების მიღება იწარმოებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კანცელარიაში  2022 წლის წლის 04 ნოემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.  ფაკულტეტის დეკანის არჩევნები გაიმართება 2022 წლის 05 ნოემბერს. шаблоны для dle 11.2