ENG


პროექტი „ხელმისაწვდომი ჰოლივუდი“, საქართველო, 2022

11 / 10 / 2022

 
მიმდინარე წელს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არტ-ვილა გარიყულასა“ და სან-ფრანცისკოს ხელოვნების სკოლასთან თანამშრომლობით, მომზადდა პროექტი PAH-FEST-ი („ხელმისაწვდომი ჰოლივუდი“), რომლის ფარგლებშიც განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამა „სინემასინტაქსი“. საგანმანათლებლო პროგრამასა და მასტერკლასს უძღვებოდნენ კინორეჟისორი კრისტოფერ კოპოლა და კინოს მხატვარი ლაშა ზამბახიძე.
საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებდა PAH-ის გუნდის წევრების თანამშრომლობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან, ასევე - ქართველი სტუდენტებისთვის კინომატოგრაფიაში ლექციებისა და მასტერკლასების ჩატარებას. 
აღნიშნული პროექტით, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ PAH-ის ფესტივალში ჩართულიყვნენ და გადაეღოთ მოკლემეტრაჟიანი ფილმები გამოცდილი მენტორების დახმარებით.
PAH-FEST-ი ერთკვირიანი, ციფრული მედიაფესტივალია, რომელიც 2006 წელს, ამერიკელმა კინორეჟისორმა კრისტოფერ კოპოლამ დააარსა. ამის შემდეგ ფესტივალი ტარდება როგორც აშშ-ში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პროექტ PAH-ის მიზანია, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მარტივი ციფრული მედიების გამოყენების შესახებ და ამავდროულად, წაახალისოს ისინი საკუთარი თავის არტისტული ფორმით გამოხატვაში.
პროექტის მხარდამჭერები არიან: ▫️აშშ-ის საელჩო საქართველოში, ▫️თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, ▫️საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ▫️აჭარა-ჯგუფი, ▫️კომპანია „ქარი“, ▫️საზოგადოებრივი მაუწყებელი, ▫️თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ▫️თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ▫️თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ▫️ახალგაზრდობის სააგენტო
шаблоны для dle 11.2