ENG


ერასმუს სტუდენტთა მობილობის კონკურსი, ზალცბურგი, ავსტრია (სამრეწველო დიზაინის მიმართულება)

11 / 10 / 2022

 
ცხადდება სტუდენტთა  ერთსემესტრიანი  ერასმუს  მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა   თსსა დიზაინის ფაკულტეტის სამრეწველო დიზაინის მიმართულების  მიმართულების საბაკალავრო / სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (2 ადგილი), 2022/2023 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისთვის,  ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH  Salzburg University of Applied Sciences
 
აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ,   შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს  და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
·         CV
.         პორტფოლიო ინგლისურ ენაზე
·         ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე)
·         მოტივაციის წერილი
·         ინგლისური  ან გერმანული ენის სერტიფიკატი  B2, ანდა ინგლისური ან გერმანული  ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული  თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ.
 
დედლაინი: 18 ოქტომბერი, 2022
 
საკონტაქტო პირი:
·         ნატა ნიკოლეიშვილი nata.nikoleishvili@art.edu.ge593799960
 
აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი: 
·        ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი  უნივერსიტეტი
·        ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში  ან ქ.  სტანბულში
·         ერასმუს კონკურსში  გამარჯვებული სტუდენტი  ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ.шаблоны для dle 11.2