|
ცხადდება სტუდენტთა ერთსემესტრიანი ერასმუს მობილობის შესარჩევი კონკურსი თსსა თსსა მედია ხელოვნების ფაკულტეტის მულტიმედიის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის (1 ადგილი), 2022/2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, ავსტრიის, ზალცბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში -FH Salzburg University of Applied Sciences აპლიკანტ სტუდენტებს გთხოვთ, შესაბამისი ფაკულტეტების დეკანებს და კომისიებს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე: · CV . პორტფოლიო ინგლისურ ენაზე · ნიშნების ფურცელი (ქართულ ენაზე) · მოტივაციის წერილი · ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი B2, ანდა ინგლისური ან გერმანული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ცნობა, გაცემული თსსა უცხოენის პედაგოგის მიერ. დედლაინი: 18 ოქტომბერი, 2022 საკონტაქტო პირი: · ქეთი კვირიკაძე (მედია ხელ. ფაკ.) ketevan.kvirikadze@art.edu.ge, 599153339 აპლიკანტებს, გთხოთ გაითვალისწინოთ შემდეგი: · ფაკულტეტის კომისიის მიერ ნომინირებული სტუდენტების მობილობის საბოლოო შერჩევას ახდენს ერასმუს პარტნიორი უნივერსიტეტი · ავსტრიის ეროვნული D ვიზის მიღება შესაძლებელია ქ. ბაქოში ან ქ. სტანბულში · ერასმუს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი ვალდებულია თავის თავზე აიღოს აუცილებელი ხარჯები მანამ, სანამ მას მიეცემა ერასმუს გრანტი ავსტრიაში ჩასვლის შემდეგ. |