ENG


გახდი დონორი, გადაარჩინე სიცოცხლე!

12 / 10 / 2022

 
სამხატვრო აკადემიის სტუდენტებო!
18 ოქტომბერს - სამშაბათს, დილის 10:00 საათიდან, შემოგვიერთდით და ჩაერთეთ საქველმოქმედო აქციაში!
სისხლის ბანკი "სიცოცხლე", რომელიც სტუმრად გვეწვევა, ეხმარება ადამიანებს სხვადასხვა მწვავე დაავადებასთან ბრძოლაში! ბანკის მისიაა, უანგარო დონორების მოძიებით, საქართველოში შეიქმნას უსაფრთხო სისხლის მარაგი. ერთად შევიტანოთ წვლილი უანგარო დონაციის პროგრამაში!
დონორთა შერჩევადობის კრიტერიუმებს გაეცანით თანდართულ ფაილში, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ადგილზე გაესაუბრეთ თერაპევტს, მეტი დეტალი კი იხილეთ შემდეგ ბმულებზე: 
აქციაში ჩართვის მსურველი სტუდენტები, გთხოვთ დაუკავშირდით სამხატვრო აკადემიის სტუდენტურ თვითმმართველობას! 
551 000 174
"გახდი დონორი, გადაარჩინე სიცოცხლე!"
шаблоны для dle 11.2